logo
ENG



IBSU-ს სტუდენტები: ვემიჯნებით, რასაც ადმინისტრაცია აკეთებს, არა რუსულ კანონს!

15 მაი 202408:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/uyam9q2t64fjrg9.jpg

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტების საერთო განცხადებაზე ხელის მოწერის გამო ადმინისტრაციას აკრიტიკებენ და ემიჯნებიან.

ისინი მოუწოდებენ უნივერსიტეტის რექტორს, პატივი სცეს სტუდენტების გამოხატულ ნებას, რომლებიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, 12:00 საათზე უნივერსიტეტთან იკრიბებიან.

"გვინდა მივმართოთ ჩვენს რექტორს, ბატონ კახა შენგელიას, რომ პატივი სცეს მისი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობის გამოხატულ ნებას და გვინდა შევახსენოთ, რომ სამშობლო ნებისმიერ "აკრედიტაცია-ავტორიზაციის" პროცესებზე მაღლა დგას!

ბატონო კახა, თქვენ ხედავთ, რომ თქვენი სტუდენტები პირველივე დღიდან ვიბრძვით რუსული კანონის წინააღმდეგ და ამ უნივერსიტეტში, რომელიც თქვენ სულ რამოდენიმე თვის წინ გადაიბარეთ ევროპული, სწორი ღირებულებები და სტანდარტები იყო და მუდამ იქნება ფუნდამენტი ყველაფრისა.

IBSU-ს ადმინისტრაცია ყოველთვის იყო სტუდენტებზე ორიენტირებული და იყო "რუპური" სტუდენტების ხმის, ყველა პლატფორმაზე.

"ივანე ჯავახიშვილობას" ვერ მოგთხოვთ, თუმცა გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და შეეცადოთ ჩამოწმინდოთ უნივერსიტეტს ის ლაფი, რომელიც ასე უხვად თავს დაასხით.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად და იმედი გვაქვს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ყოფნას თქვენც მოინდომებთ!
გელოდებით ყველას ხვალ, 15 მაისს IBSU-სთან 12:00 საათზე
არა ყველაფერ რუსულს! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" - ნათქვამია განცხადებაში.

14 მაისს საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელა. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე.


close დახურვა