logo
ENG



NDI: ყველაზე ცუდად მოსახლეობა ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას აფასებს

16 იან 202012:20
3 წუთის საკითხავი
clock 486

NDI-მ სამინისტროების რეიტინგი გამოიკვლია. ამ მიმართულებით მოსახლეობა ყველაზე უკმაყოფილო ფინანსური და ეკონომიკური უწყებებით არის. ეკონომიკის სამინისტროს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს.

გამოკითხული მოსახლეობის 32% ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას ცუდად აფასებს;

ძალიან ცუდად - 10%;

ძალიან კარგად - 1%;

კარგად - 9%.

მაღალია უკმაყოფილება ფინანსთა სამინისტროს მიმართაც.

ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას ცუდად 29% აფასებს;

ძალიან ცუდად 9%;

ძალიან კარგად 1%;

7% კი ფიქრობს, რომ ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა კარგია.

უკეთესი მაჩვენებლის მიხედვით სამინისტროების რეიტინგში პირველ ადგილზე იუსტიციის სამინისტროა.

28% თეა წულუკიანის უწყების საქმიანობას კარგად აფასებს;

ძალიან კარგად კი 4%.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით შერჩევის საფუძველზე 2,180 ადამიანი გამოიკითხა. 


close დახურვა