logo
ENG



SD: გაჩერებულ ბლექ სი არენას მთავრობამ 3-ჯერ მეტი დაახარჯა, ვიდრე უკრაინელების დახმარებას

29 აპრ 202217:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/a7gar3aazkfpbuy.png
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის განცხადებით, 2021 წლის მხოლოდ 8 თვეში, დაცარიელებულ ბლექ სი არენას მთავრობამ 3-ჯერ მეტი დაახარჯა, ვიდრე უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის გაიმეტა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით ბლექ სი არენას სუბსიდიამ 2021 წლის 8 თვის განმავლობაში 3,268,000 ლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ 8 თვის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება დაახლოებით იმდენია რამდენიც ბლექ სი არენამ მთლიანი წლის განმავლობაში მიიღო სახელმწიფოსგან, 2020 წელს.

კომპანიისთვის გაცემული სახელმწიფო სუბსიდია წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2020 წელი - 3,518,000 ლარი

2019 წელი - 9,500,000 ლარი

2018 წელი - 7,755,629 ლარი

2017 წელი - 11,944,998 ლარი

შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სულ მცირე 3 მილიონზე ლარზე მეტი იხარჯება ბლექ სი არენას ცარიელი საკონცენტრო დარბაზის მოვლა პატრონობასა და იქ დასაქმებულ დაახლოებით 121 ადამიანის შენახვაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ მხოლოდ მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება შეძლო.

2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი, ბლექ სი არენა ჯორჯია, სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში ღონისძიებების ორგანიზებაა, ამისთვის კი შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. 2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტები აღარ ჩატარებულა. ბოლო რამდენიმე წელია, ბლექ სი არენა წელს ზარალით ასრულებს. მიუხედავად ამისა კომპანია ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის სუბსიდიას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც შენობის შანახვასა და დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება. მაგალითად, ბერა ივანიშვილის მეჯვარე და ახლო მეგობარი ამიკო ჯანელიძე ბლექ სი არენას დირექტორის მოადგილეა და მისი ხელფასი თვეში 6,250 ლარს შეადგენს.


close დახურვა