logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 26.12.2019

26 დეკ 201910:26
3 წუთის საკითხავი
 
1ymbt0ccdly5ls8.jpg

 

ტელეკომპანების მხარდამჭერი აქცია 

სამოქალაქო აქტივისტები ტელეკომპანია კავკასიისა და TV  პირველის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველისა“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო. ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს მიმდინარე დავალიანებების დასაფარად 1 დღიანი ვადა მისცა.

 

ზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კიდევ 6 კანდიდატს დღეს აარჩევს. კანდიდატები იმ 50-კაციანი სიიდან შეარჩიეს, რომლებისგანც შემდგომ 20 ამოირჩიეს. შერჩევის შემდეგ იუსტიციის საბჭო ამ 6 მოსამართლეს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე 12 დეკემბერს პროტესტის ფონზე დაამტკიცა. 

 

ჰელსი ჯორჯიასყოფილი თანამშრომლების აქცია

 მოშიმშილე ექიმებს მედიცინის პროფკავშირი და სხვა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები სოლიდარობის აქციით შეუერთდებიან, შიმშილობის მეორე დღეს , დასაქმებულები ადგილზე კარვებს გაშლიან. ექიმები უკვე მეორე კვირაა, მედიცინის პროფკავშირთან ერთად, საპროტესტო აქციებს მართავენ და კუთვნილი 6 თვის აუღებელი ხელფასის გადახდას ითხოვენ.

,,ჰელსი ჯორჯიას'' თანამშრომლებმა უვადო შიმშილობა გამოაცხადეს.

 

ქცია ბათუმში

ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე, ახალგაზრდები აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვისა და ონლაინ კაზინოების დახურვის მოთხოვნით აქციას გამართავენ.

 

რესკონფერენციები და განცხადებები

·         "თავისუფლების ინსტიტუტიპოლიციასა და პროკურატურაში არსებული პრობლემების, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობისა და ამის შემაკავებელი ინიციატივების შესახებ, პრესკონფერენციას გამართავს.

·         კულტურის პალატისთავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი, კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის საკითხზე განცხადებას გააკეთებს.

·         პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ოფისში, პარტიის ლიდერები, ხელისუფლების არაგონივრული გადაწყვეტილების შედეგად გაერთიანებული კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტრო და სისტემაში არსებული ხარვეზების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.

·         ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისთავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი და ახალგაზრდული ცენტრის, “ზნეობასხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე, საფრანგეთის მთავრობისთვის გაგზავნილი საპროტესტო წერილის შესახებ ისაუბრებენ. წერილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ,,თბილისი პრაიდისერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის მომავლის პერსონად დასახელებას უკავშირდება. იგივე ჯგუფები დღეს საფრანგეთის საელჩოსთან აქციის ჩატარებას გეგმავენ.

 

იდაობის ფედერაციის პრეზიდენტის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. გეგა გეგეშიძეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემაში ედება ბრალი. ინციდენტი 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში მოხდა, საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად. ორიოდ კვირაში ძალადობაში ბრალდებული გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ ორ დღეში ის 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, თან ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

 

თავდასხმის გამო ჩაშლილი შეხვედრა ისრაელში 

ღაზას სექტორიდან გაშვებულმა რაკეტამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრა ჩაშალა. თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როცა ნეთანიაჰუ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე გამაფრთხილებელი სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფარში გადაიყვანეს. რაკეტის სროლაზე პასუხისმგებლობა არცერთ პალესტინურ დაჯგუფებას არ აუღია.


აიფუნი ფილიპინებში

ტაიფუნ „ფანფონს“ ფილიპინებში სულ ცოტა 10 ადამიანის, მათ შორის 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი“ არვცელებს. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაცით კი, გარდაცვლილთა რაოდენობა 16-ია. ფილიპინების ABS-CBN ქსელის ცნობით, ილოიოლოს პროვინციაში 12 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

 

 


close დახურვა