logo
ENG



ბოლსონარუს თქმით, ბრაზილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება

28 თებ 202207:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/28/m1vkbavkxvz6p2u.jpg

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ შეუერთდება და უკრაინში მიმდინარე ომის საკითხზე ნეიტრალიტეტს დაიჭერს.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ბოლსონარუმ თქვა, რომ უკრაინელებმა ქვეყნის ბედი "კომიკოსს ჩააბარეს", რითაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მსახიობისა და კომიკოსის კარიერა გაიხსენა. მისივე თქმით, ბრაზილია დამოკიდებულია რუსულ სასუქზე და მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედება დიდ ზიანს მიაყენებს სოფლის მეურნეობას.

გარდა ამისა, ბოლსონარუ ამბობს, რომ უკრაინაში "ხოცვა-ჟლეტაზე საუბარი გადამეტებაა" და დაიცვა რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს სეპარატისტული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობა.


close დახურვა