logo
ENG



გარდაბანში მოკლული ქალი და ბრალდებული დაშორებულები იყვნენ

16 თებ 202012:09
3 წუთის საკითხავი
clock 1134

გარდაბანში მოკლული ქალი და ბრალდებული, როგორც ირკვევა, დაშორებულები იყვნენ. ქალის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოკლული ყოფილ მეუღლეს წელიწად-ნახევრის წინ დაშორდა.

23 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ ოჯახის წევრების თვალწინ მოკლა. როგორც „ფორმულას“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ყოფილი მეუღლე ოჯახში სტუმრად იყო მისული.

„გუშინ სახლში ვისხედით, ჩუმად შემოვიდა. თავიდან სკამზე იჯდა, მერე აღელდა. შევატყვე, რომ რაღაცის გაკეთებას აპირებდა. გარეთ გავიქეცი, მეზობლებს დავუძახე. სახლში რომ დავრბუნდი, მომაძახა, შენი შვილი მკვდარიაო. შევედი ოთახში და დავინახე, რომ ჩემი შვილი სისხლში ცურავდა", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

ოჯახის ახლობლები „ფორმულასთან“ საუბარში ამბობენ, რომ მათთვის გაურკვეველია, რა მიზეზით მოკლა ყოფილი ცოლი 33 წლის მამაკაცმა.

„ამბობენ ჩამოვიდა და ცოლს ყელი გამოსჭრაო. სამი ბავშვი ჰყავდათ. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე გუშინ ღამით მოკლა. ბრალდებული უკვე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა