logo
ENG



დათუნაშვილი და გეგეშიძე ოქტომბერში შერიგდნენ - ადვოკატი

16 ნოე 201917:35
3 წუთის საკითხავი
 
mf87u8eek7lkzi6.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა. გარდა ამისა, ბრალდებულის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული წერილი, რომელშიც, დაცვის მხარის მტკიცებით, წერია, რომ ზურა დათუნაშვილი და გეგე გაეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია.

„ფორმულა“ მეტი ინფორმაციის დასადგენად, ბრალდებულის ადვოკატს, მარინა ცუცქირიძეს დაუკავშირდა. 

„არ მაქვს უფლება, რომ საბუთი მოგაწოდოთ, თუ ზურას არ შევუთანხმდი. ეს წერილი ზურამ მომცა იმისთვის, რომ პროკურატურაში და სასამართლოში წარმედგინა. ეს წერილი დაიწერა ოქტომბრის თვის ბოლოს. შერიგდნენ. დათუნაშვილმაც დაწერა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის მიმართ ინტერესი აღარ აქვს, რომ მორიგდნენ. ეს წარვადგინეთ პროკურატურაში და სასამართლოშიც“, - განაცხადა ცუცქირიძემ „ფორმულასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. ამ ფაქტს მაშინ სპორტსმენების ნაწილის პროტესტი მოჰყვა და ფედერაციასთან მოჭიდავის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. 

ფოტო: ჭიდაობის ფედერაცია / popsport.com

 

 


close დახურვა