logo
ENG



ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონატი მოიგო

24 აპრ 202122:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/24/qk2a964caw7jvws.jpg

სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი მოიგო. ფინალში ქართველმა მოჭიდავემ ბელარუსი კირილ მასკევიჩი 5:1 დაამარცხა და რევანშიც აიღო.

ზურაბ დათუნაშვილისთვის ეს კონტინენტის პირველობის მესამე ოქროა. ორჯერ ის ევროპის ჩემპიონი საქართველოს სახელით გახდა, მესამედ კი - სერბეთის. 

შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში, 2019 წლის 11 იანვარს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. გეგეშიძემ დათუნაშვილს რკინის საგანი ჩაარტყა. ფაქტი კამერებმა დააფიქსირეს. მოგვიანებით გეგეშიძე დააკავეს და მას ბრალი წარუდგინეს. თუმცა, მოსამართლემ ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამავდროულად, გეგეშიძეს არც თანამდებობა დაატოვებინეს. 

თავის მხრივ დათუნაშვილი აცხადებდა, რომ ის საქართველოს სახელით იქამდე არ იჭიდავებდა, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტი იქნებოდა. 

საბოლოოდ, დათუნაშვილმა ასპარეზობა სერბეთის სახელით განაგრძო. 2020 წლის 6 დეკემბერს კი გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.

 


close დახურვა