logo
ENG



კალიფორნიის შტატში ბოლო სამ დღეში მეორე მასობრივი სროლა მოხდა - დაიღუპა 7 ადამიანი

24 იან 202312:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/24/su6fzaoqs70udla.jpg

კალიფორნიის შტატში ბოლო სამ დღეში მეორე მასობრივი სროლა მოხდა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდამსხმელი პოლიციას ჩაბარდა.

სროლა სანაპიროსთან მდებარე პატარა ქალაქ ჰაფ მუნ ბეიზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებული ადგილობრივი 67 წლის ჩაო ჩუნლია.

შაბათს, ლოს-ანჯელესში, მონტერეი პარკში მასობრივი სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დანაშაულში ბრალდებულმა 72 წლის ჰუ ცან ტრანმა თავის მოიკლა, როდესაც პოლიციამ მისი მანქანა აღმოაჩინა და ჩაკეტა.

სროლის შემდეგ ჩაო ჩუნლი პოლიციის განყოფილებაში თვითონ მივიდა. მისი დაკავება კამერებმა დააფიქსირეს.

მასობრივი სროლის შედეგად პირველი ოთხი დაღუპული სოკოს ფერმაზე აღმოაჩინეს, სამი - სატრანსპორტო კომპანიაში. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

შერიფი კრისტინა კორპუსის თქმით, დაკავების დროს ბრალდებულს ნახევრად ავტომატური პისტოლეტი ჰქონდა თან. მისივე თქმით, ჩაომ მსხვერპლებს შვილების თანდასწრებით ესროლა, რომლებიც სკოლიდან დაბრუნდნენ.

ქალაქის საბჭოს წევრმა, დები რადოკმა თქვა, რომ მოკლულები ეროვნებით ჩინელები არიან და ფერმაზე მუშაობდნენ. სან-მატეოს ოლქის წარმომადგენელმა ერთ-ერთი გამოცემას კი განუცხადა, რომ თავდამსხმელი ფერმის "უკმაყოფილო თანამშრომელია".


close დახურვა