logo
ENG



კობიაშვილი: ფეხბურთელებზე ზეწოლა ხორციელდება - სულ ვცდილობ მათ დაცვას გარე ზეგავლენისგან

08 მაი 202416:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/08/jtoeutxv2jjg7qp.jpg

რუსული კანონის ორგზის მხარდამჭერი დეპუტატი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ვრცელ პოსტს წერს Facebook-ზე და ირწმუნება, რომ ფეხბურთელებზე "ზეწოლა და შეურაცხყოფა" ხორციელდება.

კობიაშვილის აზრითვე, ფეხბურთელების შეურაცხყოფა "ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა".

დეპუტატი ფეხბურთელების პატივისცემისკენ მოუწოდებს ყველას და ამბობს, რომ "როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა" იცის, რომ ფიზიკურთან ერთად, მეტალური მზაობაც მნიშვნელოვანია.

"წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, პირველად ისტორიაში (!!!), სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, გერმანიაში და წარადგინონ ჩვენი ქვეყანა [...]

ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, პატივი ეცით ყველა ფეხბურთელს! მორჩით მათ შეურაცხყოფას! დამიჯერეთ, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა ვიცი, რომ ფიზიკურ მზაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მენტალური მზაობა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის! აცადეთ ბიჭებს კონცენტრირდნენ საქვეყნო საქმეზე- წერს კობიაშვილი.

კობიაშვილი ამ პოსტზე არასასურველ კომენტარებს შლის, ავტორებს კი ბლოკავს.

ოცნების მიერ რუსული კანონის ხელმეორედ ინიციირებას საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი გამოეხმაურა და საზოგადოების მხარდამჭერი პოსტები დაწერა.

რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და აქციებს გამოეხმაურნენ ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ქოჩორაშვილი.

რუსული კანონი დაგმეს ვეტერანმა ფეხბურთელებმაც შოთა არველაძემ, გიორგი მერებაშვილმა, კახა ალადაშვილმა, ასევე ქალთა ნაკრების ფეხბურთელებმა.


close დახურვა