logo
ENG



კულება: უკრაინა და დანია დრონების ერთობლივ წარმოებას განიხილავს

26 იან 202420:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/26/95p1z0nqs3igs9z.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა და დანია დრონების ერთობლივ წარმოებას განიხილავს.

ამის შესახებ კულებამ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრისას განაცხადა.  

კულებას თქმით, რასმუსენთან დისკუსიისას მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დანიას აქვს სერიოზული პოტენციალი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივად მოვაწყობთ უკრაინა-დანიის თავდაცვის მრეწველობის ფორუმს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ დრონების წარმოების ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე", - ამბობს კულება.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში დღეს ჩავიდა. ნიკოლაევში მან დანიის საკონსულოს გახსნის შესახებ გამოაცხადა.


close დახურვა