logo
ENG



კულტურის სფეროს წარმომადგენლები ევროკომისიას სტატუსთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ

07 ნოე 202317:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/07/ykpb6e8ldmm6xok.jpg

საქართველოს ხელოვანები და მეცნიერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ევროკომისიას მიმართავენ თხოვნით, "საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, საქართველოს მიეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს". განცხადებას 100-ზე მეტი ხელოვანი აწერს ხელს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო არის საფრთხის წინაშე, რასაც დასავლეთისგან იზოლირება ჰქვია და რაც ქვეყანაში რუსული პოლიტიკის გავლენის ზრდას გულისხმობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპა ერთადერთი სივრცეა, სადაც დაცული იქნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მისი წინსვლა, ისე საზოგადოების კულტურული იდენტობა.

განცხადებას 100-ზე მეტი ხელოვანი აწერს ხელს. განცხადება სრულად:

"ჩვენ, საქართველოს ხელოვანები და მეცნიე­რები, ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვართ დემოკრატიული განვითარების – ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, აზრის, სიტყვის და შემოქმედების თავისუფლების მცველები, რაც უპირობოდ გულისხმობს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების ერთგულებას.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებული შესაძლებლობებისა და მოახლოებული საფრთხეების შეცნობა ჩვენი ვალია. საფრთხეს, რომლის ნიშნებიც დღეს უკვე სახეზეა, საქართველოს დასავლეთისგან იზოლირება ჰქვია, რაც ჩვენს ქვეყანაში რუსული პოლიტიკის გავლენის ზრდას გულისხმობს.

ჩვენ კარგად გვახსოვს, რას ნიშნავს რუსეთის იმპერიის წინაშე მარტო დარჩენა, რამაც ერთხელ უკვე დაუსვა წერტილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობას. ისტორიის გამეორება არა მხოლოდ საქართველოსთვის იქნება დამღუპველი, არამედ მთელ რეგიონში გამოიწვევს კრიზისს.

რთული და მნიშვნელოვანი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ისედაც ჭეშმარიტებად აღიარებულის კიდევ ერთხელ გაცხადება:

ევროპა ერთადერთი სივრცეა, სადაც დაცული იქნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მისი წინსვლა, ისე მისი საზოგადოების კულტურული იდენტობა. ამ ოჯახში, ჩვენ ვბრუნდებით ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი პოლიტიკურ-კულტურული გამოცდილებით, ჩვენი ბრძოლით თავისუფლებისთვის, ჩვენი გამარჯვებებით, ჩვენი მსხვერპლით, ჩვენი ქართული და მაშასადამე ევროპული იდენტობით, რომლის განუყოფელი ნაწილია ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა.

უახლესმა წარსულმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ამ სწრაფვას არც ალტერნატივა აქვს და არც დასასრული, ეს სწრაფვა არ გვღლის, ის გვაერთიანებს. თუმცა, დასასრული აქვს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს სახიფათო გეოპოლიტიკური გეგმების დრამატურგიას, რომელიც უფრო და უფრო მეტ სახელმწიფოსა და ერს ართმევს კეთილდღეობას და მომავლის რწმენას.

ჩვენ ისევ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და განვითარებისთვის. ახლა ამ ბრძოლის კიდევ ერთი გადამწყვეტი ეტაპია და ამ ეტაპზე, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ევროპის მხარდაჭერა.

ამიტომაც, მოგმართავთ ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. Მაია ბადრიძე. მთარგმნელი
  2. Ზვიად რატიანი, პოეტი, მთარგმნელი
  3. Სოფიო კილასონია, კულტურის კვლევების დოქტორი, Ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
  4. Ეკა კიკნაძე. Ხელოვნებათმცოდნე. Საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  5. სოფიო ხუნწარია. კულტურის მენეჯერი
  6. ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, მთარგმნელი და კულტურის მენეჯერი
  7. Გიორგი პაპაშვილი. Ხელოვნებათმცოდნე. Რატგერსის უნივერსიტეტის (აშშ) დოქტორანტი.
  8. Მაია პატარიძე. Ისტორიკოსი. Ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
  9. პაატა შამუგია, მწერალი
  10. Მანანა ნიქაბაძე. Ისტორიკოსი. Კულტურის კვლევის ასოციაციის ხელმძღვანელი.
  11. Ნინო ჯაყელი. Არქეოლოგი.
  12. Ლიკა მამაცაშვილი. Ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. Კურატორი.
  13. Გიორგი ფარცხალაძე. Ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  14. Ნატალია ვაწაძე. Არტისტი, ჯგუფი ბულიონი
  15. Ცირა ელისაშვილი. Მონუმენტური ხელოვნების სპეციალისტი. Ჯიპას პროფესორი
  16. Მედეა მეტრეველი, ფილოლოგიის მეცნიერებათ დოქტორი, კულტურის მენეჯერი
  17. დავით ხორბალაძე. თეატრის რეჟისორი, დრამატურგი, კომპოზიტორი. 
  18. Სალომე ცისკარიშვილი. Ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 
  19. თეო ბურკი, არტისტი, კურატორი
  20. Სალომე ჯაში, კინორეჟისორი
  21. გვანცა ჯობავა, გამომცემელი, მთარგმნელი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი
  22. იოსებ ბაკურაძე, რეჟისორი
  23. Ბესო სოლომანაშვილი- მწერალი, რეჟისორი
  24. დავით ნიორაძე - ხელოვნებათმცოდნე, ოდოქტორანტი (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია) 
  25. Რეზო კიკნაძე, კომპოზიტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  26. Ხათუნა ხაბულიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დამოუკიდებელი კურატორი
  27. კონსტანტინე ქიტიაშვილი,მხატვარი (ჯგუფი ბულიონი)
  28. Ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე, Საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  29. გაგა ჩხეიძე, გერმანისტი, ხელოვნებათმცოდნე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი 
  30. Ოქტაი ქაზუმოვი - ფილოლოგი, მთარგმნელი 
  31. ანა კოპალიანი, თარგმანთმცოდნე,  მთარგმნელი
  1. შორენა ლებანიძე, მწერალი, ჟურნალისტი
  2. ნიკა ჩერქეზიშვილი, პოეტი
  3. ნათია გიორგაძე, მწერალი
  4. სალომე ბენიძე, მწერალი, მთარგმნელი
  5. ხვიჩა ყალაბეგაშვილი, მწერალი, გამომცემელი
  6. ნათია ორმოცაძე, მთარგმნელი
  7. Ირმა შიოლაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პოეტი, მთარგმნელი
  8. არჩილ ქიქოძე, მწერალი.
  9. დინა ოგანოვა, დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი
  10. მაია კუდავა, გამომცემელი
  11. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი
  12. ლუკა ბაქანიძე, მწერალი
  13. Იაკი კაბე, მწერალი
  14. ოთარ ეგაძე, რეჟისორი
  15. Სოფიო კუბლაშვილი, მწერალი
  16. თინა ლაღიძე, მსახიობი
  17. Თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე
  18. ნესტან კვინიკაძე, მწერალი
  19. თამრი ფხაკაძე, მწერალი
  20. გიო ლომიძე, მწერალი
  21. Ლელა კოდალაშვილი, მწერალი
  22. Ზურა პაპიაშვილი, პოეტი
  23. Რუსუდან რუხაძე, მწერალი
  24. Ნინია ნადირაძე, მწერალი
  25. Თამარ ლონდარიძე, ფილოლოგი
  26. Ნატო გორდელაძე, გამომცემელი
  27. Ნანა გოგოლაშვილი, მთარგმნელი
  28. Გია გოკიელი, მთარგმნელი
  29. ნინო ამონაშვილი, ხელოვნებათმცოდნე 
  30. გიორგი გაგოშიძე, მხატვარი 
  31. ნიკოლოზ აგლაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი 
  32. ნინო დანელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მასობრივი კომუნიკაციის დარგში 
  33. ნიკოლოზ ნადირაშვილი, ხელოვნებათმცოდნე 
  34. ნინია კაკაბაძე, კინოკრიტიკოსი, ჟურნალისტი 
  35. ლექსო ტურიაშვილი, მუსიკოსი, პროდიუსერი 
  36. ლილი დადიანი, მხატვარი 
  37. გიორგი კორძახია, მუსიკოსი 
  38. გიორგი მელაძე, იურისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 
  39. თამარ ბოჭორიშვილი, მხატვარი 
  40. სალომე სხირტლაძე, მხატვარი 
  41. ნანა ექვთიმიშვილი, მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი 
  42. Გიორგი სავანელი, რეჟისორი, დრამატურგი
  43. ნინო ქათამაძე, მუსიკოსი 
  44. თეონა ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი 
  45. ანი შეროზია, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის კონსერვატორი
  46. ირმა დოლიძე. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  47. გიორგი გაგოშიძე, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს უნივერსიტეტის თ.ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი
  48. ნინო დარასელი. კულტურის ჟურნალისტი. ონლაინჟურნალის  at.ge დამფუძნებელი  
  49. Ნათია სოყურაშვილი, მსახიობი
  50. Ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი
  51. ნიკოლოზ ლუტიძე, არტისტი 
  52. ნანა შარიქაძე, სახ. კონსერვატორია, ასოც.პროფესორი
  53. ნინო ქათამაძე, მუსიკოსი
  54. მაია ალუდაური, რედაქტორი, გამომცემელი
  55. Ნატო კვარაცხელია, მთარგმნელი
  56. Ნინო კირთაძე, რეჟისორი, კინოსცენარისტი, მსახიობი 
  57. Ბელა ჩეკურიშვილი, მწერალი
  58. Ქეთო მაჭავარიანი, რეჟისორი 
  59. Ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატორი, კულტურის მენეჯერი
  60. Ნინო ჭინჭარაული, მხატვარი, მწერალი, მთარგმნელი
  61. Ქეთი ქანთარია, მთარგმნელი
  62. Ლექსო ქურხული, მწერალი
  63. ნინო ჟვანია, პიანისტი, თბილისის კონსერვატორიის ასოც. პროფესორი
  64. Ამირან ფაჩუაშვილი, მწერალი
  65. Ელისო ჩუბინიშვილი, ავტორი, ილუსტრატორი
  66. Ანა რიაბოშენკო, კურატორი
  67. Ირენა პოპიაშვილი, ხელოვნებთმცოდნე, კურატორი
  68. თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე
  69. ანუშკა ჩხეიძე. მუსიკოსი 
  70. Ნინო სურამელაშვილი, მწერალი
  71. Თეიმურაზ ქართლელიშვილი, არტისტი, ჯგუფი “ბულიონი”
  72. Რატი მუჯირი, მწერალი, ჟურნალისტი

close დახურვა