logo
ENG



ნეთანიაჰუ: ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას, ნებისმიერ ფასად

04 თებ 202417:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/04/rsni0j4ffwu1oys.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას, ნებისმიერ ფასად.

"მინდა, მკაფიოდ განვაცხადო ჩვენი პოლიტიკა - ჩვენი მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, ჰამასის განადგურებაა.

ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროა სამი პირობის შესრულება: ჰამასის დარჩენილი ბატალიონების განადგურება, [ტერორისტებისგან] გაწმენდის ოპერაციები, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში რეიდების გზით ახორციელებენ და ჰამასის გვირაბის ქსელის განეიტრალება, რაც უფრო მეტ დროს მოითხოვს", - ამბობს ნეთანიაჰუ.

ამასთან, ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ ისრაელი არ დაასრულებს ომს მანამ, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება. მისი თქმით, მათ შორისაა ჰამასის განადგურება, მძევლების სახლში დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.


close დახურვა