logo
ENG



პაკისტანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 5, დაშავდა 20 ადამიანი

08 იან 202419:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/08/q5eqa2cext76u6i.jpg

პაკისტანში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ყველა დაღუპული პოლიციელია.

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში ბომბი იმ დროს ამოქმედდა, როდესაც გზაზე პოლიციის მანქანას უნდა გაევლო.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველები ექიმებს მიაცილებდნენ, რომლებიც ერთ-ერთო სოფელში ვაქცინაციის ჩასატარებლად მიდიოდნენ.

დაჭრილები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში მოათავსეს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს.


close დახურვა