logo
ENG



რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქების და სოფლების დაბომბვას აგრძელებს

24 აპრ 202212:29
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქების და სოფლების დაბომბვას აგრძელებს. 

გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში იწყებს "სამხედრო ოპერაციის მეორე ეტაპს", რაც გულისხმობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე კონცენტრირებას. 

ლუჰანსკის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ბოლო დღეებში 8 ადამიანი დაიღუპა. 

რეგიონის გუბერნატორის, სერჰი ჰაიდაის თქმით, 6 მათგანი დაიღუპა სოფლებში ჰირსკე და ზოლოტე

კიდევ ორი ადამიანი, ორივე ქალი გარდაცვლილი იპოვეს ქალაქ პოპასნაში, ნანგრევებში. პოპასნაზე თავდასხმა რუსეთმა რამდენიმე დღის წინ განახორციელა. 

სერგი ჰაიდაის თქმით, გარდა ამისა, ქალაქ სევეროდონეცკში რუსებმა დაანგრიეს პოლიციის შენობა.

რუსეთს კვლავ ალყაში ყავს მარიუპოლი. მათ წინააღმდეგობას მხოლოდ აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებული ჯარები უწევენ. ქარხნის ბუნკერებში იმყოფება 1000-მდე მშვიდობიანი სამოქალაქო პირი. პარალელურად, რუსეთი აგრძელებს ქალაქზე საჰაერო იერიშებს. 

ასევე, 23 აპრილს რუსეთმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და სამრეწველო საწარმოს სამი სარაკეტო შეტევა განახორციელა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ.

ხარკოვის რეგიონში ღამით დაბომბვები გრძელდებოდა. ვრცელდება ინფორმაცია 3 დაღუპულის შესახებ. 

რუსეთი აგრძელებს ხერსონის ოკუპაციას და დაბომბვას. რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა. 


close დახურვა