logo
ENG



სამეგრელოში საფლავების ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

24 თებ 202010:31
3 წუთის საკითხავი
clock 1176
2csxeh0lyo69j2i.jpg
საფლავზე ქურდობის ბრალდებით სამართლადამცველებმა ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დამნაშევეები საფლავებიდან ლითონის დეტალებს იპარავდნენ და სპეციალურ პუნქტებში აბარებდნენ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სოფლებში - ჭოღაში, ნაფიჩხოვოში, კურზუსა და ქალაქ ჩხოროწყუში 10 საფლავი გაქურდეს. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საფლავების მესრების ლითონის დეტალებს, რომლებიც შემდეგ ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს. პოლიციამ ქალაქ სენაკში, ფერადი ლითონების მიმღები ერთ-ერთი პუნქტიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო საფლავებიდან მოპარული ლითონის ფირფიტები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

close დახურვა