logo
ENG



სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს

25 თებ 202011:44
3 წუთის საკითხავი
clock 1248
eey5c6pwuqe8flc.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების მოსმენა არის დაგეგმილი.

დაკავებულთა ოჯახის წევრების განცხადებით, პროკურატურა მათ მოტყუებით საპროცესო გარიგებას სთავაზობდა, თუ კი ბრალდებულები ბრალს აღიარებდნენ, რასაც ისინი არ დასთანხმდნენ.

ადვოკატის განცხადებით კი, სახელმწიფო ბრალდებამ ამ დრომდე ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაკავებულთა ბრალეულობას დაამტკიცებს. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ამ ფორმით სოლიდარობა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით სასამართლოში მიმდინარე დავები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისა და სასამართლოს გამოყენებით ცდილობს გაუსწორდეს იმ ადამიანებს, რომელიც მათ პოზიციებს არ იზიარებენ ან არიან პოლიტიკური ოპონენტები.


close დახურვა