logo
ENG



უკრაინის რადამ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

21 დეკ 202318:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/21/wk8zpku7tod1592.jpg

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კანონი კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალიზაციის შესახებ. კანონი ძალაში, დამტკიცებიდან 6 თვის შემდეგ, 2024 წლის მეორე ნახევარში შევა.

კონკრეტულად, რადას მიერ მიღებული დოკუმენტი კანაფის სამედიცინო და სამეცნიერო საქმიანობაში გამოყენებას არეგულირებს. თუმცა, აღნიშნული ნივთიერების უკანონო ვაჭრობა და გამოყენება უკრაინის ნარკოტიკული კანონმდებლობის შესაბამისად ისჯება.

ამასთანავე კანაფის მოყვანა მხოლოდ სპეციალური სერტიფიკატისა და ლიცენზიის მქონე იურიდიული პირებისთვის იქნება შესაძლებელი. განხორციელდება პლანტაციის მუდმივი მონიტორინგი და თითოეულ ნერგს თავისი კოდი ექნება. გარდა ამისა, მარიხუანაზე დაფუძნებული პრეპარატების შეძენა მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

რადას დეპუტატებმა აღნიშნული კანონი 2021 წელსაც განიხილეს, თუმცა მაშინ კენჭისყრა ვერ შედგა. ამჯერად კანონპროექტს მხარი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუჭირა.


close დახურვა