logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 16 დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ

17 მარ 202410:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/17/ot7hjx3qwxdpksj.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 16 დრონიდან 14 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხუთი S-300 საზენიტო-მართვადი რაკეტა გაუშვეს ხარკივისა და დონეცკის რეგიონებში, ჩერნიგოვის ოლქში 2 Kh-59 მართვადი თვითმფრინავი და 16 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 14 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა