logo
ENG



ფაშინიანი: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შევაჩერეთ

23 თებ 202411:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/r6ks344f8k54zog.jpg

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ), რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს, მონაწილეობა შეაჩერა.

როგორც ფაშინიანმა France 24-თან საუბარში აღნიშნა, როცა სომხეთს დახმარება სჭირდებოდა, ორგანიზაციამ უმოქმედობა გამოიჩინა.

ამასთან, კითხვას - აპირებენ თუ არა სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსული ბაზის დახურვას, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ეს საკითხი ამჟამად არ განიხილება.

ფაშინიანმა რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ რუსეთმა სომხეთის მოსახლეობას მისი გადაყენების მოთხოვნისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ეს რუსული პროპაგანდა ამ დრომდე გრძელდება.

ამავე ინტერვიუში, სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ აზერბაიჯანი ახალი ომისთვის ემზადება. ფაშინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანს სომხეთი თავის დასავლურ ტერიტორიად მიაჩნია, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიავმა მათ უკანასკნელ შეხვედრას "კონსტრუქციული" უწოდა, ოფიციალური ბაქოს ქმედებები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე არ მეტყველებს.


close დახურვა