logo
ENG



ღაზაში სამხედრო ოპერაციის დროს 21 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა

23 იან 202414:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/23/1u3x73iddeoatjo.jpg
Jack Guez/AFP/Getty Images/File

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ორშაბათს ღაზის სექტორში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას მათი 21 სამხედრო ემსხვერპლა. ეს ომის დაწყების შემდეგ ერთი დღის პერიოდში ისრაელის ყველაზე დიდი დანაკარგია.

როგორც IDF-ის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, ტანკს, რომელიც ისრაელელ სამხედროებს იცავდა, სარაკეტო ყუმბარა მოხვდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების დროს ტანკში მყოფი 2 ჯარისკაცი დაიღუპა. გამოცემების იუწყებიან, რომ ძლიერ აფეთქების შემდეგ ორი ორსართულიანი კორპუსიც დაინგრა, რის შედეგადაც იქ მყოფი სამხედროები დაიღუპნენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ჰამასს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 თვით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. ღაზაში ამ დრომდე 130-მძევალი რჩევა. ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რამდენიმე ათეული მძევალი ან 7 ოქტომბერს დაიღუპა ან მას შემდეგ რამდენიმე კვირაში.

მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის დასრულებას არ დათანხმდება. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ჰამასმა ღაზაში დატყვევებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისთვის ომის დასრულება, პალესტინელი პატიმრების გამოშვება და ღაზიდან ისრაელი ძალების გაყვანა მოითხოვა, თუმცა ის ამ პირობებს არ მიიღებს.


close დახურვა