logo
ENG



შეცვალეს წევრებს დაცვის სამსახური პარლამენტში არ უშვებს

21 იან 202011:01
3 წუთის საკითხავი
clock 1206
umv80ruqgijm0ur.jpeg

პარლამენტის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები იმყოფებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვენ, მაგრამ მათ დაცვის სამსახური არ უშვებს. როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აქტივისტებს განუცხადეს, დღეს პარლამენტში საშვით შეშვება არ ხდება. 

მოძრაობის წევრებს სურთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სიტუაციაზე წარმოდგენილ ანგარიშს დაესწრნონ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. ნინო ლომჯარია დეპუტატებს N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორის ბრალდებებს და იმ საკითხებს, რაზეც ომბუდსმენი აპელირებს, პასუხი გაეცეს.


close დახურვა