logo
ENG


ხაზარაძე კირბალზე: მოვითხოვ, ოცნებამ მკვლელები გადმოაცემინოს
  • 419ნახვები

ეს არის დანაშაული, ეს არის მკვლელობა და კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთს აქვს დაპყრობილი ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მოვითხოვ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს ის მკვლელები ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს. ქართული ოცნება სწორედ თავისი პოლიტიკით ემსახურება რუსულ საქმეს საქართველოში. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. ქართული ოცნება უნდა მოშორდეს ხელისუფლებას, რომ მსგავსი ფაქტები არათუ არ მოხდეს, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ [რუსეთის მიერ] მიტაცებული ჩვენი მიწები.

განაცხადა ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ.

6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა