logo
ENG


ხოშტარია: ძალიან დიდი ისტორიული დღეა, ასევე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის დღე
  • 506ნახვები

ეს არის ისტორიული დღე და როდესაც ჩვენ ვიღებდით დამოუკიდებლობას, ჩვენი ეროვნული იდეა იყოს ის, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის ოჯახის წევრი და ამ კუთხით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამ ნაბიჯს თავისი წინაპირობები ჰქონდა, სამწუხაროდ, ამ ნაბიჯში არის უკრაინის ძალიან დიდი მსხვერპლი, ჩვენი გმირების ძალიან დიდი მსხვერპლი, რომელმაც მოიტანა დღემდე ეს ევროპული იდეა და ამ მხრივ, არის ძალიან დიდი ისტორიული დღე. ასევე, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის დღე იმიტომ, რომ ეს არ არის არაფერი გარანტირებული, ეს არის კარი, რომელიც გაიღო და რომელშიც ჩვენ ღირსეულად უნდა შევიდეთ. 

განაცხადა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ფორმულას დღის ეთერში საუბრის დროს. დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.



ასევე ნახეთ
close დახურვა