logo
ENG


არახამია: ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, ეს ისტორიული შედეგი მათი ბრძოლის დამსახურებაა
  • 306ნახვები

ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ეს ისტორიული შედეგი ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსახურებაა.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

წერს უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია Facebook-ზე. 

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანა აუცილებელ რეფორმებს დაასრულებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა