logo
ENG


გვარამია ჯილდოზე: ვუძღვნი ლექსო ლაშქარავას, მან ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო
  • 306ნახვები

ძალიან საამაყოა ჩემთვის. ძალიან სასიამოვნოა და მოულოდნელი. არ ველოდი თუ ჟურნალისტიკაში მივიღებდი ასეთ მაღალ ჯილდოს. ვუძღვნი ჩემს ოჯახს - ცოლს და შვილებს. ვუძღვნი ჩემს დიდ ოჯახს - ტელეკომპანია მთავარს. მგონია რომ ეს ჯილდო არ მეკუთვნის მხოლოდ მე, ეკუთვნის ქართულ კრიტიკულ მედიას, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტური მებრძოლია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ საქართველოში. ჩვენ გვყავდა ხალხი, რომელიც დარბევის შედეგად გარდაიცვალა და გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ამ ჯილდოს პირველ რიგში ვუძღვნი ვუძღვნი მას - ლექსო ლაშქარავას, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში - საკუთარი სიცოცხლე

 

განაცხადა მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ფორმულასან საუბარში. გვარამიას ნიუ-იორკში ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა პრესის თავისუფლების სპეციალური ჯილდო გადასცა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ჯილდო ქართველმა ჟურნალისტმა მიიღო.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა