logo
ENG


სუბარი: კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან ხმის მიცემა სახიფათოა, გაყალბების საფრთხეებს შეიცავს
სოზარ სუბარი
03 დეკ, 2023 17:13
სუბარი: კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან ხმის მიცემა სახიფათოა, გაყალბების საფრთხეებს შეიცავს
  • 284ნახვები

კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან ხმის მიცემა არის ძალიან სახიფათო, რადგან გაყალბების ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს. ჩვენი ოპოზიცია ერთის მხრივ ამბობს, რომ საქართველოში, სადაც პრაქტიკულად ეს ელექტრონული ხმის მიცემა, დღეს რაზეც ვლაპარაკობთ, ისეთი სისტემაა, რომ აბსოლუტურად გამორიცხავს გაყალბების საშუალებას, ამაზე ამბობენ, რომ ყალბდებაო და მეორეს მხრივ მოგვიწოდებენ, რომ დისტანციური ხმის მიცემა დავნერგოთ, სადაც გაყალბების და გარედან ჩარევების ძალიან დიდი საფრთხეები არსებობს, ეს არის ორმაგი სტანდარტი.

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა