logo
ENG


ხაზარაძე: ერთ წელიწადში დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ, როცა ოცნება ხელისუფლებაში აღარ იქნება
  • 299ნახვები

ჩვენ ერთ წელიწადში, ჩვენთან ერთად და საქართველოსთან ერთად, ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას. ეს გამარჯვება იქნება მაშინ, როცა დამთავრებული იქნება არჩევნები, იქნება მომავალი წლის არჩევნები და ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში. აი, ეს იქნება დიდი გამარჯვება და ეს ნამდვილად ასე იქნება.

იმიტომ, რომ ქვეყანა, პრაქტიკულად, იღუპება. იღუპება უმუშევრობის გამო. იღუპება სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, უზარმაზარი ფასების გამო, ემიგრაციის გამო, ახალგაზრდების გადინების გამო. პენსიონერები, რომლებიც ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვიან და უამრავი სხვა პრობლემა, რომლის შეჩერება კი არა, გაღვივება ხდება ქართული ოცნების პირობებში.

განაცხადა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ყრილობაზე.  



ასევე ნახეთ
close დახურვა