logo
ENG


ზარქუა: ნაცებს მივმართავ - გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ, თქვე ხელმოცარულებო
  • 316ნახვები

მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დასჩხაოდა ამ პროექტს, მაინც შეძლებს [მოძრაობის გახსნა]. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა მერიის თითოეულ თანამშრომელს, მადლობა ბატონ კახი კალაძეს, იმიტომ რომ ის ყოველ საღამოს გამოდიოდა და თავზე ადგა როგორც ჭავჭავაძეს, ასევე დანარჩენ გამზირებს და პროექტებს და ეს არის მისი ხელწერა, განსაკუთრებული მადლობა პასუხისმგებლობიან კომპანიებს და თანამშრომლებს და ბოლოს, მინდა ნაცებს მივმართო - გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ, აი თქვე ხელმოცარულებო, თქვენა.

ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ, როგორ გიხარიათ სადმე პროექტში რამე ხინჯი, დროზე თუ არ შესრულდა როგორც ხართ ჩასაფრებულები. ხელმოცარულები დარჩით აქაც, იმიტომ რომ კახი კალაძის გუნდმა ღირსებით და დროულად, ხარისხიანად შეძლეს და გააკეთეს დროზე და ვადაში.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, რომელიც თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად წერეთელზე იმყოფებოდა, სადაც დღეს საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა