logo
ENG


ვაშაძე ოცნებას: 500-600 ლარი რომ გქონდეთ ხელფასი, თქვენს თავს ჩათვლიდით დასაქმებულად?
  • 282ნახვები

თქვენ რომ 500-600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თქვენს თავს ჩათვლიდით დასაქმებულად? 150 000-ზე მეტ ადამიანს საქართველოში, ვისაც თქვენ დასაქმებულად თვლით, ხელფასი აქვს 600 ლარამდე. 260 000-ზე მეტი ადამიანი უმუშევრად გყავთ რეგისტრირებული. აი, ამ პირობებში, კითხვას ვსვამ - რას აკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას? რატომ არის ასეთი კატასტროფული უმუშევრობა? რატომ არის ასეთი დაბალი ხელფასები? რეალურად, საქართველოში უმუშევარი არის დაახლოებით 540 000 ადამიანი. უმუშევრებს უნდა მივათვალოთ ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი დაბალი ხელფასი. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს გაზრდილი ფასების პირობებში, არ შეუძლიათ საკუთარი ოჯახები შეინახონ. კიდევ ერთხელ, მინდა, კითხვა დავუსვა უმრავლესობის წევრებს და ნუ საუბრობენ სხვა უამრავ საკითხებზე. კონკრეტულად პასუხი გაგვცენ.

განაცხადა გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა