logo
ENG


კელი ოცნებაზე: როგორც ჩანს, EU-ის ისეთი წევრობა უნდათ, როგორც ორბანს - ასე არ იმუშავებს
იან კელი
05 აპრ, 2024 20:20
კელი ოცნებაზე: როგორც ჩანს, EU-ის ისეთი წევრობა უნდათ, როგორც ორბანს - ასე არ იმუშავებს
  • 213ნახვები

რამდენად სერიოზულია საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისადმი? უამრავი ადამიანი სვამს ამ კითხვას. ქართული ოცნების მთავრობას მართლა უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო? ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას გარკვეული სტრატეგიული გადაწყვეტილებები უკვე მიღებული აქვს და მე ამას სიფრთხილით ვამბობ, რადგან ყოფილი ელჩი ვარ. მათ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ისეთი წევრობა უნდათ, როგორიც ვიქტორ ორბანს, მაგრამ ეს ასე არ იმუშავებს.

ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ ფორმულასთან ინტერვიუში, ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებაზე საუბრის დროს გააკეთა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა