logo
ENG


მდინარაძე: თურმე, 14 ქვეყანას შეუძლია სტატუსი ჩამოგვართვას, მსგავსი პროცედურა არ არსებობს
  • 264ნახვები

თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პატარა ქვეყანას, მცირერიცხოვან ერს არ აქვს იმის უფლება, რაც შეუძლიათ გააკეთონ დიდმა ქვეყნებმა, მე ასე არ მიმაჩნია. ყველას ვთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რაც თავისთან აქვთ. ისინი ამბობენ, რომ თურმე, 14 ქვეყანას ახლა შეუძლია, რომ კანდიდატის სტატუსი ჩამოგვართვას, მსგავსი პროცედურა არ არსებობს. უბრალოდ ატყუებენ.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

გუშინ ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები ქვეყანას, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და დროულად უზრუნველყოს საკუთარი შეფასების გამოქვეყნება.



ასევე ნახეთ
close დახურვა