logo
ENG


ხოშტარია: დღევანდელი ერთიანობის დემონსტრირება იქნება მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით
  • 184ნახვები

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა, რაც ამარცხებს რუსულ ანტიქართულ ქმედებებს, რუსული ოცნების ანტისახელმწიფოებრივ, ანტიევროპულ მოქმედებებს - ეს არის ერთიანობა და სიმართლე. ჩვენ გვაქვს სიმართლე და გვაქვს ერთიანობა და ამ ერთიანობის დემონსტრირება არის დღევანდელი შეხვედრაც და დღევანდელი ერთიანობის დემონსტრირება იქნება მარშიც, რომელსაც ბუნებრივია, ჩვენ ვუერთდებით.

განაცხადა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

დღეს, 18:00 საათზე თავისუფლების მარში გაიმართება. მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა