logo
ENG


მდინარაძე: ყველა დონორი იქნება მხილებული, რომ კარგ საქმეებთან ერთად თურმე ცუდიც უკეთებიათ
  • 171ნახვები

ვინც დააფინანსებს ფრანკლინის კლუბს, რევოლუციას, ლგბტ პროპაგანდას და მსგავს საკითხებს, ყველა იქნება მხილებული, ყველა დონორი იქნება მხილებული, რომ მათ, კარგ საქმეებთან ერთად, რაც გაასაჯაროვეს, თურმე ცუდი საქმეებიც უკეთებიათ და ამის პრევენციაზე ვლაპარაკობთ სწორედ.

როდესაც 85 მილიონიდან, 7 ორგანიზაციას რომ აქვს დახარჯული, კაციშვილმა არ იცის, 70 მილიონი სად წავიდა... 15 მილიონი რატომ ვიცით, იცით? ის 15 მილიონი მოხმარდა კარგ საქმეებს - ტრენინგებს, ვიღაცების განსწავლულობას, თავდაცვის სამინისტროს დახმარებას, სოციალურად დაუცველ პირებს, შშმ პირებს, ადამიანის უფლებებს და ა.შ. მაგრამ 70 მილიონი იმიტომ არ ვიცით, რომ იქ არ არის მთლად კარგად საქმე, როგორ ჩანს, თორემ გაასაჯაროებდნენ იმასაც.

ამბობს ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა