logo
ENG


მდინარაძე: ეროვნული ნაკრებიდან ნახევარს რომ მხარი დაეჭირა, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ
  • 379ნახვები

ფეხბურთელებს ვთხოვ, ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით - ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. ახლა დასდევენ, აბულინგებენ. ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით, არ შეიძლება მათი გაყოფა. ვიღაცა შეიძლება არ გვიჭერდეს მხარს, ვიღაცა გვიჭერდეს, ვიღაცა მეგობარია ჩვენი.

ლევან კობიაშვილი, ჩვენი ოჯახის წევრი ყველანაირი გაგებით, არ კადრულობს და არ ეუბნება არც ერთ მათგანს მხარი დამიჭირეთო, გაუჭირდებოდა? ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედოთ, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ ხალხო და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი.

თქვა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა