logo
ENG


გვარამია: დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს
  • 140ნახვები

საჩვენებელი დასჯაა არამხოლოდ ლაზარესი, არამედ მთელი ქართველი ახალგაზრდობის. იმათი, ვისაც არ ეშინია სამშობლოს ინტერესებისთვის ბრძოლა და ამ თაობაში ასეთი ძალიან დიდი უმრავლესობაა. ასევე არის საჩვენებელი დასჯა და მუქარა ყველასი, ჩვენი, ყველა თაობის ადამიანის, ვისაც პატრიოტიზმი მიგვაჩნია მთავარ ვალდებულებად. მიუხედავად ამისა, მე არ მგონია, რომ ამან ვინმე შეაშინოს. პირიქით, მგონია, რომ ადამიანებს კიდევ უფრო მოტივირებულებს გახდის. მე დიდი იმედი მაქვს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს.

განაცხადა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. დღეს სასამართლომ გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



ასევე ნახეთ
close დახურვა