logo
ENG


ხაბეიშვილი: კანონის მიზანი ხალხის დაშინებაა - ეს არ სჭირდება ქართველებს, გაიწვიეთ უკან
  • 136ნახვები

ეს კანონი უნდა ესმოდეს საქართველოს მოქალაქეს, რომელზეც ამდენი თვეების განმავლობაში, წელიწადზე მეტია ძალადობს ივანიშვილის ხელისუფლება, საკეთილდღეოდ არ ეხება არავის, არც ერთ მოქალაქეს. ეს კანონი რომ მიიღოს ივანიშვილის ხელისუფლებამ, მეორე დღეს რა ხდება - სამსახურები იქნება ბევრი, ფასები დაიკლებს, საწვავი გაიაფდება, კომუნალურზე ნაკლები გადასახადი მოვა, ემიგრაციაში აღარ წავლენ ჩვენი მოქალაქეები? ეს ხომ ასე არ მოხდება. ეს ხომ საქართველოს მოქალაქის საკეთილდღეოდ არ კეთდება, ეს კეთდება ერთადერთი რამის გამო, რომ ხელები გადაუგრიხონ ხალხს, დააშინონ, მიიღონ რუსული კანონი, რომ მათსავე ენაზე, პატაკი ჩააბარონ რუსეთის ხელისუფლებას. ეს, ცხადია, არ არის საქართველოს მოქალაქის დაკვეთა ხელისუფლების მიმართ.

გერმანიის კანცლერის დღევანდელმა მკაფიო განცხადებამ, ვფიქრობ, უნდა უზრუნველყოს უმრავლესობის წევრების, მინიმუმ, დაფიქრება. ეს კანონი არ სჭირდება არავის, არ სჭირდება ქართველ ხალხს, ამიტომ გაიწვიეთ ეს კანონი უკან და მიეცით საქართველოს მოქალაქეებს მშვიდად ცხოვრების და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რუსულ კანონზე საუბრისას.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონი გააკრიტიკა და პარლამენტს მოუწოდა, უკან გაიწვიოს ის. 



ასევე ნახეთ
close დახურვა