logo
ENG


ვაშაძე ოცნებას: ვის უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ?
  • 166ნახვები

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩევენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და გამართოს აქცია, მაგრამ მთავარი კითხვა არის - ვის უტარებს აქციას? მივმართავ კობახიძეს, ივანიშვილს, მდინარაძეს - ვის უტარებთ აქციას? საკუთარ ხალხს უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? საქართველო არასდროს არ შეაქცევს ევროკავშირს ზურგს, რაც არ უნდა ძალით, ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ ხელისუფლება გერქვათ. იმიტომ, რომ თქვენ გინდათ, საქართველო აცდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. შესაბამისად, ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი, რასაც თქვენ აკეთებთ. გეშინიათ, სუსტები ხართ, იმიტომ, რომ მტყუანი ხართ ქვეყნის და ერის წინაშე, ხალხის წინაშე. ვის უპირისპირებთ ამ აქციას? იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად ითხოვენ, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ სწრაფი სვლა გააგრძელოს? თუ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, თუ იმ არაერთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ დიახ, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა გვინდა, იმისთვის, რომ საქართველო წინ წავიდეს და განვითარდეს.

გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება. 

ქართული ოცნება 29 აპრილს, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აანონსებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა