logo
ENG


მდინარაძე ოცნების აქციაზე: თუ ვინმეს უნდა რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა
  • 429ნახვები

დიახ, პარტიული დავალებაა, რომ პარტიის წარმომადგენლების, საჯარო მოხელეები იქნებიან თუ არ იქნებიან საჯარო მოხელეები, ორგანიზება მოხდეს. ჩვენი, პირადად ჩემი დავალებაა, მათ შორის, პარტიული, ჩვენი პარტიული დანაყოფების, ასე დავარქმევ თუ გნებავთ, მიმართ, რომ თუ კი ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში და შეკრებაში მონაწილეობის მიღება.

მიზანი არის, რომ დავანახოთ, ვინ უჭერს სწორ, ეროვნულ პოლიტიკას, გამჭვირვალობას, რეალურ დემოკრატიას, რეალურ ევროპელობას მხარს. საჯარო მოხელეებს რას უკრძალავენ, ან მასწავლებლებს რას უკრძალავენ. თუ ვინმეს უნდა იმ დღეს მაგალითად რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა და მიიღებს მონაწილეობას. თუ არ უნდა, აქედან, ტელევიზიის მეშვეობით, მივმართავ, ერთი ადამიანის დარწმუნებაც არ სცადოს ჩვენმა პარტიულმა აქტივმა, ვისაც ამისი სურვილი არ აქვს.

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წულუკიანმა ოცნების მიერ 29 აპრილს დააანონსებულ აქციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა