logo
ENG


ხაბეიშვილი: ბრძოლა იქნება რთული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ
  • 175ნახვები

ეს კანონი სასიკეთოდ, პოზიტიურად არ გეხებათ არც ერთს. არც ერთი თქვენგანისთვის ამ კანონის მიღების შემდეგ არ შეიქმნება სამუშაო ადგილი, არ დაიწევს გადასახადები, ისევ ისეთი გაჭირვება, უსამართლობა იქნება, ისევ ისე იფიქრებენ თქვენი ოჯახის წევრები, თქვენ ამ ქვეყნიდან გაქცევაზე, როგორც აქამდე და ნაცვლად იმისა, პარლამენტი, ხელისუფლება ემსახურებოდეს ხალხს, გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მთელი ქვეყანა ემსახუროს მას. [...]

კარგად უნდა გვესმოდეს, კარგად უნდა ვხვდებოდეთ ყველა, რომ ეს ბრძოლა არ იქნება იოლი, იქნება ძალიან რთული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ გმირ ქართველ ხალხთან, ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავალთ სამშვიდობოს. ამ ახალგაზრდებს ვეღარავინ მოატყუებს - უკაცრავად, მაგრამ ოდნოკლასნიკებსა და ფეისბუქს შორის დიდი ხანია ახალგაზრდებმა გააკეთეს არჩევანი და ცხადია, მათი არჩევანია ფეისბუქი. მოსკვიჩსა და მერსედეს შორის, დიდი ხანია არჩევანი გაკეთებულია და დიახ, ეს არის მერსედესი. ამ ახალგაზრდებს არ უნდათ, რომ იცხოვრონ რუსულ ჭაობში. [...]

აქციებიც გაგრძელდება, პროტესტიც გაგრძელდება და როგორც არ უნდა მორჩეს ეს კანონის საქმე, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო გავა სამშვიდობოს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. 

განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში, სადაც მსვლელობა "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" გაიმართა. მსვლელობის შემდეგ, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა