logo
ENG


ნაცვლიშვილი: იძულებით, შანტაჟით მოჰყავს ოცნებას ხალხი რუსულ მარშში მონაწილეობის მისაღებად
  • 171ნახვები

საზოგადოება ნამდვილად არ არის გახლეჩილი, მაგრამ მის გახლეჩას ნამდვილად ცდილობს კრემლის დავალებით ქართული ოცნება. იმიტომ, რომ სწორედ რუსეთს აძლევს ხელს, რომ საზოგადოებაში როგორმე გააღვივონ ქიშპი და დაპირისპირება. თუმცა ძალიან ნათელია, მათ შორის იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელსაც აშუქებენ თავისუფალი მედიასაშუალებები და იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენამდე აღწევს. იმიტომ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ასეთი ინფორმაციები ვერ იმალება - როგორ იძულებით, შანტაჟით მოჰყავს ხელისუფლებას ასობით ადამიანი თბილისში დღეს რუსულ მარშში მონაწილეობის მისაღებად. ხელისუფლებამ რამდენი ათასი ადამიანიც არ უნდა დაიყენოს დღეს წინ, ის ვერ მოახერხებს, რომ ამ ადამიანებზე გადაიტანოს სიმძიმის ტვირთი.

განაცხადა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

დღეს, 20:00 საათზე, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.   



ასევე ნახეთ
close დახურვა