logo
ENG


წულუკიანი პრეზიდენტზე: თუ გაბედავს და სასახლიდან ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ვერ გამოივლის
  • 974ნახვები

სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ, არის საქართველოს ფრანგი პრეზიდენტი, მე თავად საფრანგეთში საშუალო სკოლაც კი იქ დავამთავრე და მგონია, რომ ეს ჩემი მეორე ქვეყანაა, თუმცა ჩემი სამშობლო საქართველოა და მეგონა, რომ მისთვისაც ასე იყო, მაგრამ მე ვხედავ, რომ მან როგორც მისი თანამებრძოლები ჩვენ გაგვყიდა. მან გაყიდა ქართველი ერი. ამიტომ, ის თუ ორბელიანების სასახლიდან გაბედავს (და იმედი მაქვს, გაბედავს) და ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ის ვერ გამოივლის იმიტომ, რომ მან შეგვარცხვინა. მან ბევრი მავნებლური ნაბიჯი გადადგა ქართველი ერის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე და რეალურად, ჩვენ დრეს შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა თუ რას ნიშნავს ღამურა, ალბათ ამისთვის მას მოუწევს ქართული ლიტერატურის და კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს.

თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტვ იმედთან. სალომე ზურაბიშვილმა ოცნების კონტრაქციას "პუტინის სტილში აქცია" უწოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა