logo
ENG


პრეზიდენტი: ქადაგება, რომ მტერი მტერი არაა, იგივეა, რომ დედა დედა არაა და მამა - მამა
  • 194ნახვები

ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი. ვინ ებრძოდა მე-19 საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიასა და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას. იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა. ვინ თუ არა ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვიჭირდა და როცა გვჭირდებოდა აღჭურვა სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში.

 

ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა