logo
ENG


მეგრელიშვილი ოცნებას: აქციაზე დაიხარჯა დაახლოებით 10-15 მილიონი ლარი, სადაა დაფიქსირებული?
  • 225ნახვები

სხვა ეტაპზე გადავედით ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების. ძალიან უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება გამჭვირვალობის კანონის მიღების ფონზე. რომ წარმოვიდგინოთ, გუშინ 100 000 ადამიანი იყო [აქციაზე], გინდ, 50 000. ცხადია, ამ ადამიანებს დაფინანსება სჭირდებათ, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, საშუალოდ, 100 ლარი, 200 ლარზეც საუბრობდნენ, მაგრამ 100 ლარი რომ ღირებულიყო, გუშინ დაიხარჯა დაახლოებით 10-15 მილიონი ლარი. კითხვა მაქვს, ეს 10-15 მილიონი ლარი სად არის დაფიქსირებული, ანუ, სად არის ის გამჭვირვალობა. ეს ხომ პარტიული ღონისძიება იყო, დაჯდა ამდენი ფული, როგორ დავიჯერო, რომ ეს სადღაც აისახება, რომ გუშინ, ერთ დღეში ამ ღონისძიებისთვის 10-15 მილიონი ლარია დახარჯული. 

ასე მიმართა გირჩის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში მმართველი პარტიის წევრებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა