logo
ENG


ნაცვლიშვილი ივანიშვილის გამოსვლაზე: უფსკრულის დემონსტრირება იყო, რაც მასსა და ხალხს შორისაა
  • 172ნახვები

თუ ვინმეს კიდევ რაიმე ეჭვი ჰქონდა, ძალიან ნათლად გაცხადდა გუშინ ეს რუსი ოლიგარქის გამოსვლის დროს, როდესაც საბოლოოდ ჩამოიხსნა ყველა ნიღაბი და ძალიან ღიად ისაუბრა, რას უპირებს ამ ქვეყანას, მაგრამ არა ივანიშვილო. ეს ქვეყანა არ გახდება არც შენი ბოსტანი და არც რუსეთის უკანა ეზო არ გახდება, არც შენი კრიმინალური ფულის სამრეცხაო არ გახდება. ეს ქვეყანა არის, დიახ, სუვერენული, თავისუფალი, ღირსეული, ამაყი ადამიანების ქვეყანა და ზუსტად ასე ამაყად აგრძელებს თავისი თავისუფლების დაცვას. თავისუფლების დაცვას მათ შორის იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ოკუპანტების ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. გუშინდელი გამოსვლა სხვა არაფერი იყო, თუ არა იმ უზარმაზარი უფსკრულის დემონსტრირება, რომელიც არის ივანიშვილსა და ქართველ ხალხს შორის. დიახ, ქართველი ხალხი გამოგიტანთ განაჩენს და გაგიშვებთ ისტორიის სამსჯავროზე.  

განაცხადა ქართული ოცნების გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა