logo
ENG


ცქიტიშვილი: პოლიცია აგრძელებს ძველ პრაქტიკას - უარყოფს რეზინის ტყვიების გამოყენებას
  • 153ნახვები

პოლიცია, სამწუხაროდ, აგრძელებს თავის ძველს პრაქტიკას, როდესაც უარყოფს ამა თუ იმ სპეციალური საშუალების, ამ შემთხვევაში რეზინის ტყვიების გამოყენებას. ადრეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს თვალები დასთხარეს რეზინის ტყვიებით და იმ შემთხვევებშიც იყო გამოყენებული ისეთი ტყვიები რომელიც არც უნდა ყოფილიყო პოლიციის არსენალში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები უნდა ვიყოთ კოორდინირებული ამ მოქმედებებში და ვართ კიდეც. ერთობლივი ძალებით უნდა გავაანალიზოთ ის უფლებადარღვევები რაც ხდებოდა და შესაბამისი სამართალბერკეტები უნდა იქნეს გამოყენებული, რათა დაისაჯონ ბრძანების უკანონო გამცემები და შემსრულებლები.



ასევე ნახეთ
close დახურვა