logo
ENG


კელი: სავარაუდოდ, სახდეპი ნაბიჯს მაშინ გადადგამს, როცა კანონს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ
იან კელი
04 მაი, 2024 17:44
კელი: სავარაუდოდ, სახდეპი ნაბიჯს მაშინ გადადგამს, როცა კანონს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ
  • 302ნახვები

პრემიერმინისტრის განცხადებები შოკისმომგვრელია. მისი მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები ამერიკის წინააღმდეგ ისეთი რამ არის, რასაც ლუკაშენკო იტყოდა. თავად ვიქტორ ორბანიც მსგავს რამეს. ქართული ოცნების ქცევა აშკარაა, რომ წინასწარ, კარგად მოფიქრებული და გააზრებულია და ემსახურება ვაშინგტონსა და თბილისს შორის ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობის სრულ უგულებელყოფას.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ნაბიჯი უნდა გადადგას და მე მაქვს განცდა, რომ ისინი ამ ნაბიჯს მას შემდეგ გადადგამენ, როდესაც პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს ამ კანონპროექტს. სიმართლე გითხრათ, მე ამ მიდგომას არ ვემხრობი, მაგრამ მესმის ლოგიკა, რომ როცა შეერთებულ შტატებს აჯანყების მოწყობაში სდებ ბრალს და აუცილებელია პასუხის გაცემა და ეს პასუხი ამ ეტაპზე შემოიფარგლება სიგნალების გაგზავნაში ქართული მხარისთვის, რომ ფასი გადასახდელია, თუ ამ კანონს მიიღებ ან მომიტინგეთა წინააღმდეგ დისპროპორციულ ძალას გამოიყენებ, ეს ყველაფერი ისმის პრემიერმინისტრისგან, პარლამენტის რომელიმე წევრისგან.

ის [კობახიძე] არის მთავრობის მეთაური, რომელიც შემაძრწუნებელ განცხადებებს აკეთებს. რამდენიმე კვირის წინ კონსენსუსი არ არსებობდა არც კონგრესში, არც სახელმწიფო დეპარტამენტსა და არც თეთრ სახლში სანქციების საკითხზე, რადგან არ გვსურდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაზიანება. ასეთი იყო შიდა დისკუსიები, ახლა კი არსებობს მსგავსი დებატები და აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის ფინანსურ სანქციებზე.

აცხადებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ფორმულასთან საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა