logo
ENG


დეკანოიძე: ოცნება რუსეთისკენ მიილტვის, აშშ-ს უარს ეუბნება, ეს ქვეყნის ინტერესების ღალატია
  • 166ნახვები

ჩვენ ვართ მოწმე ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების, პრაქტიკულად, განადგურების, მკვლელობის, გატაცების რუსების, ოკუპანტების მხრიდან. ამ სიტუაციაში ჩვენი ხელისუფლება, იმის მაგივრად, რომ ყველაზე უფრო ფართო კამპანიას აწარმოებდეს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რუსეთისკენ მიილტვის და პირდაპირ უარს ეუბნება აშშ-ს და ევროპას. ეს არის წარმოუდგენელი ქვეყნის ინტერესების ღალატი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და მაშინ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, ჩვენ ხელისუფლების სწორედ ამ საზიზღარი და ამაზრზენი პოლიტიკოს გამო აღარ გვრჩება სივრცე, რომ ჩვენს პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეგმები დავსახოთ.

განაცხადა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

დღეს ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, რამაზ ბეღელური გაიტაცეს. ის იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა