logo
ENG


ზარქუა: უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, ვისაც არც ღმერთის სწამთ, არც მშობლის, არც ქვეყნის
  • 338ნახვები

ჩვენ ვცდილობთ, გაკეთდეს რეესტრი პარტიულ ჭრილში, სადაც ის უსამშობლოები, რომლებიც აბულინგებენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს, მათ შორის, ფეხბურთელებს და არაერთი მაგალითია ამის, შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას. ნახეთ, პიკეტირების დროს ორსულ ქალს რა ტონალობით ელაპარაკებოდნენ, იქ ადამიანი საავადმყოფოში მიიჩქაროდა და რას ეუბნებოდნენ, არ მაინტერესებს, მოდი აქ დადექიო - აი ასეთები, უსამშობლოები, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის, აი ასეთების სია უნდა გაკეთდეს, რომ იცოდეს საზოგადოებამ, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული მოძრაობების, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების და ამაზეა საუბარი.

აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა და ეხმაურება მმართველი გუნდის ინიციატივას, "მუქარასა და შანტაჟში ჩართული ადამიანების" ბაზა შეიქმნას.

დღეს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ აპირებენ იმ ადამიანების საჯარო ბაზის შექმნას, რომელშიც, მისი თქმით, "ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში ჩართულ" ადამიანებს, ასევე მათ სახელებს შეიტანენ, რომლებიც "ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".



ასევე ნახეთ
close დახურვა