logo
ENG


ჯაფარიძე: ერთადერთი, რითაც ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ, ფიზიკური ძალა და კუნთებია
  • 250ნახვები

დედაჩემი სადაც ცხოვრობს, იქ მიდიოდა, დახვდა რამდენიმე ადამიანი, ზუსტად ვერ ამბობს რამდენი, იმიტომ, რომ სიბნელე იყო და ეგრევე დაუწყეს რტყმა. ურტყამდნენ, სავარაუდოდ, ხელკეტებს, ზუსტად არ იცის, რას ურტყამდნენ, იმიტომ, რომ ხელში ეჭირათ ხისმაგვარი ხელკეტი. აქვს შუბლზე დაზიანება, ახლა ჰყავთ შეყვანილი და სავარაუდოდ, ნაკერებს ადებენ. დანარჩენი არ ვიცი. 

დღის განმავლობაში 3 თუ 4 ადამიანს ფიზიკურად რომ უსწორდებიან და მანამდე ორი დღე სატელეფონო კამპანია რომ არის დედის გინების, ყველას რომ ურეკავენ, ვინმეს შეიძლება ამ ქვეყანაში კიდევ ჰქონდეს კითხვის ნიშანი, რა ხდება და ვინ დგას ამის უკან და ვინ აკეთებს ამას? იდიოტების გარდა, ყველამ იცის ამ კითხვაზე პასუხი. 

ისინი არიან უმცირესობაში, იციან, რომ არიან უმცირესობაში და ერთადერთი, რითიც ისინი ეცდებიან, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, არის ფიზიკური ძალა და კუნთები, მაგრამ არ გამოუვათ, შანსი არ აქვთ, იმდენად უმცირესობაში არიან. 

[...] პატრული იყო გამოძახებული, სასწრაფოც, მაგრამ გამოძიების იმედი არ უნდა გქონდეს, ცხადია. ისინი გასული არიან კანონის ჩარჩოებიდან. ამის შემდეგ, რასაც ისინი აკეთებენ, საზოგადოების რეაქცია რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, მოძალადეები არიან ისინი. საზოგადოებას ამაზე რეაქცია ექნება ყველა შემთხვევაში. 

ცოტა ხნის წინ თავს დაეხნენ ზურან ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსა და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა